თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. „TV პირველის" ჟურნალისტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს, ამის შესახებ ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
„ჩვენი ერთი თანამშრომელი წევს ინფექციურში, საღამოს იქნება პასუხი, იმედია, კორონა არ დაუდგინდება. სამოგზაუროდ იყო ევროპაში. მედგრად ვართ და ვმუშაობთ. კორონავირუსი შეგვაშინებს ჩვენ?!" – დაწერა ინგა გრიგოლიამ.
პაციენტი იზოლირებულ ბოქსში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან: მთავრობამ ქსელში ჯანმოს რეკომენდაციები ჩაუშვა>>
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცია, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში.