ყვითელი ამბები

„ცაგარელმა გვირჩია...“ - ხატია შამუგია გათხოვდა - ნახეთ ვინ არის მისი რჩეული - ფოტოები

ხატია შამუგიამ დაახლოებით ერთი წლის წინ აღიარა, რომ პრინცი იპოვა. ნახეთ ვისზე დაქორწინდა ხატია და რატომ მოაწერა ხელი დეკემბერში
Sputnik

ქარ­თვე­ლი სე­ლებ­რი­თე­ბის ერთ-ერთ აქ­ტი­ურ სა­ხეს, პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ქსელ „ისი პა­რის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნელს, ხა­ტია შა­მუ­გი­ას, „ქუ­ჩის ბიჭ“ გუ­რამ ლო­მი­ძეს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ხმა­მაღ­ლა და სა­ჯა­როდ არას­დროს უთ­ქვამს, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. მის ცხოვ­რე­ბა­ში თუ რა­ი­მე სა­ხის გრძნო­ბა ან ურ­თი­ერ­თო­ბა იყო, ამას არას­დროს ასა­ჯა­რო­ებ­და, მაგ­რამ დად­გა ეტა­პი, რო­დე­საც შე­უძ­ლია თქვას: „დიახ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ და თავს ბედ­ნი­ერ ქა­ლად ვგრძნობ!“

ხა­ტი­ას ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა პრინ­ცი, რო­მე­ლიც ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს. ეს ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი მის ბავ­შვო­ბა­შიც არ­სე­ბობ­და, მერ­ვე კლა­სამ­დე უბ­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ, შემ­დეგ ხა­ტი­ამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი შე­იც­ვა­ლა და მათი გზე­ბიც გა­ი­ყო. ამა­სო­ბა­ში ხა­ტია წარ­მა­ტე­ბულ ქა­ლად იქცა, ის ქარ­თვე­ლი ბიჭი კი ირ­ლან­დი­ა­ში წა­ვი­და, ბიზ­ნე­სი აა­წყო და იმ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეც გახ­და. მათი გზე­ბი წლე­ბის შემ­დეგ გა­და­იკ­ვე­თა და ძვე­ლი, ბავ­შვუ­რი ნაც­ნო­ბო­ბა სე­რი­ო­ზულ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და.

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ხატია შამუგიამ მსმენელს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სიახლე გაუზიარა. ხატიას თქმით, მისი მეორე ნახევარი ზოდიაქოთი ლომია, დუბლინში ცხოვრობს და მასთან მალე თავადაც გაემგზავრება. „სხვათა შორით, აჩიკოს არ უყვარს, როდესაც მასზე ბევრს ვსაუბრობ. რაც ხელის მოწერას შეეხება, მიხეილ ცაგარელმა გვირჩია, დეკემბერში მოაწერეთ ხელიო, ხოდა ასეც მოვიქეცით. აჩიკოს უყვარს „ტომ ფორდი“, მას საკმაოდ დახვეწილი გემოვნება აქვს. ასევე, ძალიან უყვარს, როდესაც წითელ ტუჩსაცხს და წითლ მანიკურს ვიყენებ“, - განაცხადა შამუგიამ.