COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველო ირანში მგზავრობაზე შეზღუდვებს აწესებს

ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ირანში გამგზავრებას. გარდა ამისა, ქვეყანაში ირანის მოქალაქეების შემოსვლა იკრძალება
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ირანში მგზავრობის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა >>

საქართველოში დღეს დადასტურდა კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ ირანიდან ჩამოვიდა. 50 წლის მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გადაწყდა: ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი საზღვარი ირანთან, მაგრამ ორი კვირის განმავლობაში შეიზღუდება მგზავრობა ირანის მოქალაქეებისთვის, ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ირანში მიემგზავრებიან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.