COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის გამო რუსეთი სამხრეთ კორეაში ფრენებს აჩერებს

სამხრეთ კორეაში ახალი ტიპის კორონავირუსით დღეისათვიოს 1200 ადამიანია დაავადებული, 12 პაციენტი გარდაცვლილია
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 1 მარტიდან დროებით შეაჩეროს პირდაპირი ავიამიმოსვლა სამხრეთ კორეასთან იქ კორონავირუსის გავრცელების გამო, იუწყება РИА Новости.

რისკი მომატებულია - ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა >>

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადების შემთხვევებმა სამხრეთ კორეაში 1200-ს მიაღწია, 12 გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეებს ურჩევენ, თავი შეიკავონ სამხრეთ კორეაში, ასევე იტალიასა და ირანში გამგზავრებისგან, სადაც ბოლო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

როგორც რუსეთის ვიცეპრემიერმა განაცხადა, ოპერატიულმა შტაბმა გადაწყვიტა, 1 აპრილამდე გააგრძელოს შეზღუდვები, რომლებიც 1 მარტამდე იყო დაწესებული.
20 პირბადე ერთ ჯერზე - საქართველოში სამედიცინო პირბადეების დეფიციტია

გამონაკლისს დაუშვებენ ავიაკომპანია „აეროფლოტისა“ (რეგულარული და ჩარტერული რეისები) და „ავრორასთვის“ (მხოლოდ ჩარტერული რეისები). სამხრეთ კორეელი მგზავრები შერემეტიევოს აეროპორტის F ტერმინალს გაივლიან.

როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

26 თებერვლის დილის მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ ჩინეთში 78 064 ადამიანს მიაღწია, აქედან 2715 გარდაიცვალა, 30000 გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა. ბოლო დღე-ღამეში დარეგისტრირდა 406 ახალი შემთხვევა, 52 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოს 33 ქვეყანაშია დაფიქსირებული. დასნეულებულია 2459 და გარდაცვლილია 34 ადამიანი.