რა შუაშია ქურქი? ანუ, მეთოდი „ხუთი „რატომ"

„ხუთი „რატომ" – ესაა უბრალო მეთოდი, რომლის გამოყენება ყველას შეუძლია, ცოტა დროს მოითხოვს და გონების გარდა სხვა არაფერია საჭირო.
Sputnik

კომპანია Toyota-ს დამფუძნებელი საკიტი ტოიოდა ყოველთვის სარგებლობდა მეთოდით „ხუთი „რატომ". ყველა გაუგებარ ვითარებაში ის ამ მეთოდს იყენებდა, რომელიც ყოველთვის ამართლებდა.

გაეცანით ამ წესებს. მაგალითად, გინდათ ქურქი.

ჰკითხეთ საკუთარ თავს:

  • პირველი „რატომ": რატომ გინდა ქურქი?
  • პასუხი: იმიტომ, რომ მინდა ყველა გავაოცო.
  • მეორე „რატომ": რატომ გინდა ყველა გააოცო?
  • პასუხი: იმიტომ, რომ მინდა ყურადღება მომაქციონ.
  • მესამე „რატომ": რატომ გინდა, რომ ყურადღება მოგაქციონ?
  • პასუხი: იმიტომ, რომ თავდაჯერებულად არ ვგრძნობ თავს
  • მეოთხე „რატომ": რატომ არ გრძნობ თავს თავდაჯერებულად?
  • პასუხი: იმიტომ, რომ საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ვახდენ, რადგან ერთ ადგილზე ვდგავარ.
  • მეხუთე „რატომ": რატომ ვერ ახდენ საკუთარი თავის რეალიზებას?
  • პასუხი: იმიტომ, რომ ვაკეთებ იმას, რაც არ მომწონს.
  • ახლა სხვა კითხვა: რა შუაშია ქურქი?

საკიტი ტოიოდა (1867-1930) იაპონელი მეწარმე, გამომგონებელი, მრეწველი.

რა შუაშია ქურქი? ანუ, მეთოდი „ხუთი „რატომ"

საკიტის წესი – „ხუთი „რატომ“ საწყისი მიზეზის მოძიებით პრობლემის გადაჭრის ინსტრუმენტია: კითხვა „რატომ“ ისმება სულ ცოტა ხუთჯერ, რათა თანმიმდევრულად დაეწყოს ერთმანეთთან დაკავშირებული მიზეზობრივი ფაქტორების ჯაჭვი, რაც გავლენას ახდენს პრობლემაზე.