მსოფლიო დღეს

საჩუქარი პრეზიდენტისთვის: პუტინმა ტრამპს ვერცხლის მონეტები უსახსოვრა

ამერიკის პრეზიდენტისთვის რუსეთის ლიდერის მიერ ნაჩუქარი მონეტები ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნებოდა.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს 2018 წელს 12 ვერცხლის მონეტისგან შემდგარი კომპლექტი აჩუქა, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში, რომელიც ამერიკელი ოფიციალური პირებისთვის გადაცემულ საჩუქრებს ეხება. 

პამელა ანდერსონი ვლადიმირ პუტინს დახმარებას სთხოვს

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამახსოვრო მონეტები რუსეთში ჩატარებული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისადმი იყო მიძღვნილი. 

ამერიკის პრეზიდენტს მონეტები 2018 წლის 19 აგვისტოს გადაეცა საჩუქრად. აშშ-ის ხელისუფლებამ სუვენირი 1,5 ათას დოლარად შეაფასა. ამჟამად ისინი აშშ-ის ეროვნულ არქივში ინახება.

„[საჩუქარზე] უარის თქმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა მჩუქებელსა და აშშ-ის მთავრობას“, — წერია გრაფაში, სადაც საჩუქრის მიღების მიზეზები უნდა იყოს განმარტებული.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ სხვა ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლებისგან მიღებული საჩუქრების სრულმა სიამ 100 გვერდს გადააჭარბა. მათ შორის არის როგორც 3 ათას აშშ დოლარად შეფასებული, ოქროს ჩარჩოში ჩასმული დონალდ ტრამპის პორტრეტი (ვიეტნამის პრემიერ-მინისტრის საჩუქარი), ისე 545 დოლარად ღირებული ჩელსის ტყავის ჩექმები (ავსტრალიის პრემიერის საჩუქარი) თუ Louis Vuitton-ის გოლფის ჩანთა, რომელიც ტრამპს საფრანგეთის პრეზიდენტმა უსახსოვრა და რომლის ფასიც 8275 დოლარია.  

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ უამრავ საჩუქარს შორის ყველაზე ძვირფასად მიიჩნია კატარის ამირა შეიხ თამიმ ბენ ამად ალ თანის მიერ მიძღვნილი ნიმფერბურგული ფაიფურის ექვსი თეფში, რომელიც 23,5 ათას აშშ დოლარად შეფასდა.