მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინელ ქალს კორონავირუსი რვა უარყოფითი ტესტის შემდეგ დაუდგინდა

ხელმძღვანელობამ კორონავირუსზე შესამოწმებლად ქალი მას შემდეგ გაგზავნა, რაც ოტელის ერთ-ერთ თანამშრომელს COVID–2019 დაუდგინდა.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მცხოვრებ ქალს კორონავირუსით დაავადება (COVID 2019) ვირუსული ნუკლეინმჟავის ტესტის რვაჯერ გავლის შემდეგ დაუდასტურდა, ნათქვამია ინგლისურენოვანი ჩინური გამოცემა Clobal Times-ის „ტვიტერზე“. 

გავრცელებული ინფორმაციით, 56 წლის ტანის ტესტები მანამდე ყველა შემთხვევაში უარყოფით შედეგებს აჩვენებდა.

​როგორც ირკვევა, ტანი ქალაქ ჩუნცინის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს ჭურჭლის მრეცხავად. ხელმძღვანელობამ კორონავირუსზე შესამოწმებლად ის მას შემდეგ გაგზავნა, რაც ოტელის ერთ-ერთ თანამშრომელს COVID–2019 დაუდგინდა. კარანტინში მოთავსებულ ქალს 7-დან 23 თებერვლამდე რვაჯერ აუღეს სინჯები სასუნთქი გზებიდან, ასევე ჩაუტარდა პოლიმეზარული ჯაჭვური რეაქციის ტესტები, რაც დაავადების აღმძვრელის არსებობას დნმ-ით განსაზღვრავს. ყველა კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა. უკვე 24 თებერვალს ქალს საბოლოოდ უპოვეს კორონავირუსი. მედიკოსებმა დიაგნოზი ლაბორატორიული კვლევებისა და კლინიკური სიმპტომების ანალიზის საფუძველზე დასვეს.

ვის ემართება კორონავირუსი - ჯანმოს ექსპერტებმა ახალი დასკვნა გამოაქვეყნეს>>

ბოლო მონაცემებით, სულ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით, COVID 2019-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 80 149 კაცი შეადგინა. აქედან მატერიკულ ჩინეთზე 77 658 შემთხვევა მოდის. აქედან გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა სულ 23 232 კაცი, გარდაიცვალა 2 663. ამ დროსათვის ავადაა 47 672 ადამიანი, მათგან 9 126 მძიმე მდგომარეობაშია.