თბილისელი ფოტოგრაფი ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა კონკურსში გამარჯვებისთვის იბრძვის

იური აკოფოვი კონკურსზე საქორწინო გადაღებების კატეგორიაში მონაწილეობს. მასთან ერთად საპრიზო ადგილებისთვის საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთისა და ბელგიის ათი წარმომადგენელი იბრძვის.
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თბილისელი ფოტოგრაფი იური აკოფოვი ევროპის პროფესიონალი ფოტოგრაფების ფედერაციის (Federation of European Professional Photographers) კონკურსში მონაწილეობს და კატეგორიაში „ქორწილი" ფინალში გამარჯვებისთვის იბრძვის. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" ფოტოხელოვანმა აცნობა.

თბილისელი ფოტოგრაფი ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა კონკურსში გამარჯვებისთვის იბრძვის

ევროპის პროფესიონალი ფოტოგრაფების ფედერაცია ფოტოგრაფებისთვის საერთაშორისოდ აღიარებული არაკომერციული ორგანიზაციაა. ის 1992 წელს დაარსდა და ამჟამად ურთიერთობს ფოტოგრაფებთან მთელ მსოფლიოში.

თბილისელი ხელოვანი, რომელიც ევროპის ფოტოგრაფთა ტოპ ხუთეულში მოხვდა>>

FEP-ს შემადგენლობაში შედიან ისეთი ქვეყნების ეროვნული პროფესიული ასოციაციები, როგორიცაა ავსტრია, ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და სხვ.

თბილისელი ფოტოგრაფი ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა კონკურსში გამარჯვებისთვის იბრძვის

FEP ყოველწლიურად ატარებს კონკურსს „ევროპის წლის ფოტოგრაფი" და „მსოფლიოს ჩემპიონატი ფოტოგრაფიაში". „ევროპის წლის ფოტოგრაფის" გამარჯვებულების დაჯილდოება 22 მარტს რომში გაიმართება. თბილისელი ფოტოგრაფი იბრძოლებს საპრიზო ადგილისთვის ტოპ-სამეულში: „ოქროს კამერა" (პირველი ადგილი), „ვერცხლის კამერა" (მეორე) და „ბრინჯაოს კამერა" (მესამე).

თბილისელი ფოტოგრაფი ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა კონკურსში გამარჯვებისთვის იბრძვის

იური აკოფოვი კონკურსზე საქორწინო გადაღებების კატეგორიაში მონაწილეობს. მასთან ერთად საპრიზო ადგილებისთვის საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთისა და ბელგიის ათი წარმომადგენელი იბრძვის.

თბილისელი ფოტოგრაფი ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა კონკურსში გამარჯვებისთვის იბრძვის

აკოფოვი საქორწინო, პორტრეტის, ფეშენისა და კომერციული ფოტოგადაღების ოსტატია. არის ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ფედერაციის წევრი და ამერიკის ფოტოგრაფიული საზოგადოების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

თბილისელი ფოტოგრაფი ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა კონკურსში გამარჯვებისთვის იბრძვის

„ევროპის წლის ფოტოგრაფის" კონკურსში ის მონაწილეობას 2017 წლიდან იღებს. მას მოპოვებული აქვს გამარჯვება კატეგორიაში „საქორწინო გადაღება" და მიღებული აქვს უმაღლესი ჯილდო „ოქროს კამერა".