დიდ დიღომში მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

თბილისის მერიის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. თბილისში, დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში ადგილობრივი მოსახლეობა საბავშვო ბაღთან მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვის ინიციატივას აპროტესტებენ

მშენებლობა საბავშვო ბაღ „ხუთკუნჭულას“ მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა დაიწყოს.

აქციის მონაწილეების თქმით, საცხოვრებელი კორპუსის აშენების შემთხვევაში, საბავშვო ბაღის ერთი შესასვლელის პარალიზება მოხდება და ბაღის 500-მდე აღსაზრდელს სამშენებლო მასალების მტვერი და მშენებლობის პროცესი საფრთხეს შეუქმნის.

აქციის მონაწილეების განცხადებით,  მათ თბილისის მერიას მიმართეს, რის შემდეგაც კომპანიამ მუშაობა დროებით შეაჩერა.

თბილისის მერიის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას კომპანია „იჯი გრუპი“ გეგმავს.