ქართველმა პარაოლიმპიელმა ძალოსანმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

მანჩესტერის მსოფლიო თასის გათამაშება, რომელიც 20-24 თებერვალს მიმდინარეობს, ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშების წინა სალიცენზიო ტურნირია.
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. მანჩესტერში 2020 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე წოლჭიმში აჰმად რაზმაზარმა 80კგ წონით კატეგორიაში 186კგ აწია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ნათქვამია საქართველოს პარაოლიმიური კომიტეტის განცხადებაში.

წოლჭიმში მსოფლიო თასის გათამაშებაში ქართველებმა ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს

აღნიშნულ ტურნირზე ასპარეზობას ქართველი პარასპორტსმენები 23 თებერვალს განაგრძობენ.

მანჩესტერის მსოფლიო თასის გათამაშება, რომელიც 20-24 თებერვალს მიმდინარეობს, ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშების წინა სალიცენზიო ტურნირია.