ჩოხატაურში ორსართულიანი სახლი დაიწვა

როგორც ჩოხატაურის მერიაში აცხადებენ, დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება პირველ რიგში აუცილებელი ნივთებით დაეხმარება.
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭიქედში ორსართულიანი ხის საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება პირველი არხი.

სოფელი იმერეთში სკოლისა და საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

როგორც ჩოხატაურის მერიაში აცხადებენ, დაზარალებულ ოჯახს მუნიციპალიტეტი პირველ რიგში აუცილებელი ნივთებით დაეხმარება.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს თავდაპირველად აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთებით დაეხმარება. ამის შემდეგ კი, სამშენებლო მასალის მოძიებაზე ვიზრუნებთ“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.