მსოფლიო დღეს

გამოვიდა სმარტფონი, რომელიც შიშველი ფოტოების გადაღების საშუალებას არ იძლევა

იპონური კომპანიის ახალი, დაბალფასიანი სმარტფონი შესანიშნავი საშუალებაა მშობლებისთვის, რომლებიც ცდილობენ, მცირეწლოვანი შვილები ინტერნეტში უხამსობისგან დაიცვან
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. იაპონურმა კომპანია Tone Mobile-მ წარმოადგინა ახალი  ბიუჯეტური სმარტფონი Tone e20, რომლითაც ნამდვილად დაინტერესდებიან მშობლები, რომლებიც მცირეწლოვანი შვილების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. 

​საქმე ისაა, რომ სმარტფონის მთავარი მახასიათებელი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიაა, რომელიც მოწყობილობას შიშველი ფოტოების გადაღების საშუალებას არ აძლევს. თუ  Tone e20 სმარტფონის გამოყენებით თამამი ფოტოს გადაღებას ეცდებიან, ის უბრალოდ არ შეინახება მოწყობილობის მეხსიერებაში.

სპეციალისტების თქმით, ყველაფერი ნეიროქსელების დამსახურებაა, რომელიც შიშველი კონტენტის გამოვლენაზეა „დაგეშილი“.  გარდა ამისა, ალგორითმმა ისიც „იცის“, როგორ მოძებნოს აკრძალული კონტენტი მოწყობილობის მეხსიერებაში. 

VR-ტექნოლოგებმა დედა გარდაცვლილ შვილს შეახვედრეს – სულის შემძვრელი ვიდეო>>

აღსანიშნავია, რომ სმარტფონი Tone e20 არა მარტო ბლოკავს შიშველი ფოტოების გადაღების მცდელობას, არამედ ამის შესახებ მოზარდის  მშობლებს ან მეურვეებსაც აცნობებს: უგზავნის მათ ფოტოების ბუნდოვან ასლებს, რათა უფროსებს წარმოდგენა ჰქონდეთ, რას აკეთებს მათი შვილი.

ასე რომ, მოზარდები, რომელთაც ასეთ მოწყობილობას ჩუქნიან, შესაძლოა გახარებულები სულაც არ დარჩნენ და სმარტფონი   მათი პიროვნული  თავისუფლების აღმკვეთ  ინსტრუმენტად შეაფასონ.

გავრცელებული ინფორმაციით, უცნაური Tone e20 ამ დროისათვის მხოლოდ იაპონიაში იყიდება და 20 ათას იენამდე (დაახლოებით 500 ლარი) ღირს.