ქობულეთში ავტომობილი ხრამში გადავარდა - არის მსხვერპლი

ფაქტზე დაიწყო გამოძიება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ქობულეთში მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთიც - დაშავდა, იუწყება პირველი არხი.

საგანგაშო სტატისტიკა: 2019 წელს საქართველოში ავარიების შედეგად 481 ადამიანი დაიღუპა

არხის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა. დაიღუპა 60 წლის მამაკაცი. მგზავრი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, ის მძიმე მდგომარეობაშია.

ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა თრობის მდგომარეობაში, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით.