გამოკითხვა: პოლონეთის მოსახლეობის უმრავლესობა წითელი არმიის მადლიერია

კვლევის მონაწილეთა 65%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ პოლონეთის გათავისუფლებისთვის საბჭოთა ჯარების მადლიერია
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. პოლონეთში გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ მადლიერების გრძნობას განიცდის წითელი არმიის მიმართ პოლონეთის გათავისუფლებისთვის პოლონურ ძალებთან ერთად. 

პროექტ Sputnik.მნენიას ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, დადებითი პასუხი გასცა რესპონდენტთა 65%-მა და მხოლოდ 27%-მა უპასუხა უარყოფითად. დანარჩენებს გაუჭირდათ პასუხის გაცემა.

გამოკითხვა: პოლონეთის მოსახლეობის უმრავლესობა წითელი არმიის მადლიერია

გამოკითხვა, Sputnik News-ის დაკვეთით, 6-11 ოქტომბერს ჩაატარა საფრანგეთის უძველესმა კომპანია IFop-მა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევითაა დაკავებული. გამოკითხვაში მონაწილეობდა 18 წელზე უფროსი ასაკის 1000 რესპონდენტი. ცდომილების მაქსიმალური ალბათობა +/- 3,1%-ს შეადგენს.

გამოკითხვა: პოლონეთის მოსახლეობის უმრავლესობა წითელი არმიის მადლიერია

საკითხის ისტორიული პრიზმა

1945 წლის თებერვალში პირველი ბელორუსიული ფრონტისა და პოლსკის ძალებმა პოლონეთი ფაშისტებისგან გაათავისუფლა.

ბოლო წლებში პოლონეთში ქვეყნის გათავისუფლებისთვის დაღუპული წითელარმიელების ასობით ძეგლი განადგურდა. პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 2017 წლის ზაფხულში ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს კომუნიზმისა თუ სხვა ტოტალური წყობის პროპაგანდის აკრძალვას შენობების, ობიექტებისა და საჯარო  გამოყენების სათავსოების დასახელებებში. კანონი ასევე ითვალისწინებს საბჭოთა ძეგლების აღებას. პოლონეთის  ხსოვნის ეროვნული ინსტიტუტის დათვლით, რომელიც პასუხს აგებს მემორიალურ სამუშაოზე, კანონი დეკომუნიზაციის შესახებ წითელი არმიის 230-მდე ძეგლს შეეხება.

სპეციალისტების შეფასებით, პოლონეთის გათავისუფლებისას 600 ათასზე მეტი სა ბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა. გარდა ამისა, ნაცისტებმა დახოცეს 700 ათასამდე საბჭოთა სამხედრო ტყვე. 

მონანიება სსრკ-ის გამო: რას მოაწერა ხელი ზელენსკიმ პოლონეთში

რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ზოგი ევროპული ქვეყანა ცდილობს გადაწეროს ისტორია. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დეკემბრის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ ისინი, კერძოდ კი პოლონეთი, ფაშისტურ გერმანიასთან იყვნენ გარიგებული, რომ რუსეთის განკარგულებაშია დოკუმენტები, თუ როგორ ატარებდნენ ისინი მოლაპარაკებებს.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღისათვის: ოსვენციმის ტყვეთა ისტორიები და პოლიტიკოსთა ვერსიები

რუსი პოლიტიკოსების აზრით, ევროპა მზად არ არის, აღიაროს თავისი ისტორიის ეს ნაწილი. ფედერაციის საბჭოს სპიკერის, ვალენტინა მატვიენკოს თქმით, ეს ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს. ხოლო პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი ვალდებულია, შეინახოს სიმართლე სამამულო ომის შესახებ და წინ აღუდგეს ისტორიის ფალსიფიკაციის მცდელობას. 

ექსპერტების მოსაზრება 

ექსპერტი არნო ხიდირბეგიშვილი მიიჩნევს, რომ წითელი არმიისადმი მადლიერების გრძნობას მთელ მსოფლიოში ყველა უნდა განიცდიდეს.

„წითელი არმიისადმი მადლიერებას, რომელშიც ფაშიზმის წინააღმდეგ ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ხალხები იბრძოდნენ, ნებისმიერი ნორმალური, ადეკვატური მოქალქე უნდა განიცდიდეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. იმიტომ რომ  ფაშიზმი ემუქრებოდა არა მარტო საბჭოთა კავშირს, არა მარტო პოლონეთს, არამედ მთელ მსოფლიოს“, — განუცხადა ხიდირბეგიშვილმა Sputnik საქართველოს.

ამასთან მან აღნიშნა, რომ გამოკითხვისგან უფრო ცუდ შედეგებს ელოდებოდა.

„ვფიქრობდი, რომ გამოკითხვის შედეგები ბევრად უარესი იქნებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლურმა პროპაგანდამ ვერ შეძლო პოლონეთის მოსახლეობისთვის თავგზის აბნევა, რომელმაც იცის რუსი განმათავისუფლებელი ჯარისკაცის როლის შესახებ“, —  აღნიშნა ხიდირბეგიშვილმა. 

უარი რუსულ ქვანახშირზე: საწვავის გამო მომდევნო ომი პოლონეთთან იქნება

ამასთან, ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთში მომხდარი — ეს პირწავარდნილი ანტირუსული კამპანიაა.

„მიუხედავად ამისა, ამ წლებმა უბრალოდ არ ჩაიარა. ჩვენ ვიცით, რაც ხდება: ანტირუსული კამპანია, ძეგლების ნგრევა, ისტორიის გადაწერა, აშკარა ფაქტების აღრევა, სრული დეზინფორმაცია, გაყალბებული  სახელმძღვანელოები და ახალგაზრდა თაობა ანტირუსული სულით იზრდება“, — თქვა ხიდირბეგიშვილა.

მან ასევე  გაიხსენა, რომ პოლონელებისა და უკრაინელების ნაწილი ფაშისტების მხარეს იბრძოდნენ.

აშშ-ის საელჩო პოსტს აქვეყნებს, რუსეთის საელჩო აპროტესტებს: ვინ გაათავისუფლა ოსვენციმი>> 

ექსპერტის თქმით, დასავლეთს თავისი მიზნები აქვს, მათ შორის არის თაობათა მონაცვლეობის რღვევაც.

„დასავლური პროპაგანდის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ერთი — დარღვეულიყო თაობათა შორის მემკვიდრეობითობა. ანუ, აჩვენონ ბავშვებს, რომ მათი მამები დ ბაბუები ცრუ საქმისთვის იბრძოდნენ და სსრკ-ს მონები, დაკომპლექსებული კომუნისტები იყვნენ და მათი უნდა რცხვენოდეთ“, — თქვა ექსპერტმა.

მან ასევე განმარტა, რაში უშლის ხელს დასავლურ პროპაგანდას საბჭოთა კავშირის გამარჯვება „დიდ სამამულო ომში“.

უმეცრება თუ მკაფიო გეგმა: რატომ მიაწერენ ოსვენციმის გათავისუფლებას ამერიკელებს

„დიდი გამარჯვება — ეს ხალხთა ერთიანობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ასეთი ერთიანობის მაგალითის, ასეთი ეტალონის მოძებნა ძნელია. საქართველომ, ამ პატარა ქვეყანამ ფრონტზე 700 ათასი შვილი გაგზავნა, რომლებიც არც ეროვნულ  განსხვავებაზე ფიქრობდნენ და არც იმაზე, ვინ იყო ლიდერი და ვინ — არა. რა თქმა უნდა, რუსმა ხალხმა მთავარი დარტყმა საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ რუსებიც, ქართველებიც, აზერბაიჯანელებიცა და სომხებიც იბრძოდნენ და იღუპებოდნენ სამშობლოდან შორს. ისინი იღუპებოდნენ პოლონეთისთვის, უკრაინისთვის, იგივე გერმანიისთვის, რათა გერმანელებსაც ბედნიერად ეცხოვრათ დღეს“, — განაცხადა ხიდირბეგიშვილმა. 

ცნობა პროექტ „Sputnik. მნენიას" შესახებ

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. 

Sputnik (Sputnik-ი (sputniknews.com) — საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე. 

Sputnik საქართველომ (sputnik-georgia.com) ქვეყანაში მუშაობა 2015 წლის მაისში დაიწყო და ქართული ინტერნეტ-მედიის ლიდერად გვევლინება. სააგენტოს შემადგენლობაში შედის იგივე სახელწოდების პორტალი ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტრადიო.