წელს ბრენდმა პროექტი Moncler Genius-ის ფარგლებში მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებთან ერთად ერთდროულად 12 ინსტალაცია მოამზადა. ეს არის 12 სხვადასხვა კონცეფცია, 12 განსხვავებული ხმა, მაგრამ ერთი ბრენდი, აცხადებენ Moncler-ის წარმომადგენლები.
არჩეული მასალის სირბილესთან შეხამების უკომპრომისო მანერა, მხიარული და თვალისმომჭრელი ფერები, გამომწვევი სილუეტები, ეფექტური შარფები, მამაკაცური და ქალური საწყისები ერთ სტილში - დიზაინერებმა ვირტუოზულ და დახვეწილ კოლექციაში მთელი ნიჭი ჩადეს.