თოვლი, მზე, წვიმა: როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე

შაბათ-კვირას საქართველოს უმეტეს რაიონში თბილი ამინდია ნავარაუდევი, თუმცა მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 21-22 თებერვალს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღისით ჰაერის ტემპერატურა დაბლობში პლუს 11-16 გრადუსი იქნება.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 23 თებერვალს

„23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს, 24-ში შედარებით გამოიდარებს და +13, +18 გრადუსამდე დათბება. აღმოსავლეთ საქართველოში 23-24 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, აქაც 24 თებერვალს ჰაერი +13, +18 გრადუსამდე გათბება", - ნათქვამია განცხადებაში.

აღმოსავლეთ საქართველოში შაბათს ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება, კვირას კი 10-15 მეტრი. დასავლეთ საქართველოში კი უქმეებზე ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთაში და მაღალმთაში ღამით მინუს 7 გრადუსი ყინვა, დღისით კი პლუს 5-10 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ ღამით 5-6 გრადუსი ყინვა, დღისით კი 5-7 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

თოვლი, მზე, წვიმა: როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე

უახლოეს დღეებში ყაზბეგში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 3 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი პლუს 5-7 გრადუსი იქნება.

მესტიაში შაბათს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - ღამით მინუს 3, დღისით პლუს 12 გრადუსი იქნება. კვირას კი სინოპტიკოსები თოვლს პროგნოზირებენ - ღამით მინუს 2, დღისით პლუს 1 გრადუსი.

სინოპტიკოსები ბათუმში შაბათს ცვალებად მოღრუბლულობას ვარაუდობენ - ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 7, დღისით კი პლუს 11 გრადუსი იქნება. ჰაერის ტემპერატურა არ შეიცვლება კვირასაც, თუმცა მოსალოდნელია წვიმა.

უქმეებზე თბილისში მზიანი, უნალექო ამინდია ნავარაუდევი. სინოპტიკოსების პროგნოზით, კვირას მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 2-5, დღისით კი პლუს 14-16 გრადუსი იქნება.