zombie attack – ჟურნალისტების შეტევა მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლისას – ვიდეო

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლის ვიდეო სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში საოცრად პოპულარული გახდა.
Sputnik

ამ კადრების „მთელი მარილი" ქართველი ჟურნალისტების საქციელია, რომლებიც, პირდაპირი მნიშვნელობით, თავს დაესხნენ ყოფილ პოლიტიკოსს, რათა დიდი ხნის ნანატრი კომენტარი ჩაეწერათ.

მერაბიშვილი ბრუნდება: კითხვა მეტია, ვიდრე პასუხი, სააკაშვილი კი რჩევებს იძლევა>>

ოპერატორებისა და კორესპონდენტების „ტალღამ" მერაბიშვილი შეავიწროვა და უკან, ციხის კარისკენ მიიმწყვდია. ეს კადრები სოციალური ქსელის ენამახვილ მომხმარებელს შეუმჩნეველი არ დარჩენია.

ყველაზე პოპულარული კომენტარია „უკან შეაბრუნეს!"

  • „walking dead / zombie attack scene" („მოსიარულე მკვდრები/ ზომბების შეტევის სცენა"), – წერს Teka Petriashvili.
  • „გაიწიეთ, ქართული მედია მუშაობს", – წერს დავით ჩაჩანიძე.
  • „ცოცხალია ის კაცი?!", – განიცდის ანა დათუაშვილი.
  • „ამის მერე მერაბიშვილი აღარვის უნახავს", – წერს Liza Kiladze.
  • „ნეტა ვაფშე რატო გამოვედიოო", – წერს Dadu Chkhenkeli.
  • „მომენტი როცა ციხეში უკეთესად გრძნობდი თავს", – წერს Giuli Cecxladze.
  • „ჟურნალისტური პროფესიონალიზმის პიკი!!!", – წერს Katie Chikhladze.
  • ზოგიერთ მომხმარებელს ამ კადრების სინამდვილისა არ სჯეროდა.
  • „არ მჯერა! მგონი დადგმულია", – ვარაუდობს Ana Gogoberidze.

ზოგიერთი კი ვიდეომ კარგად გაახალისა.

  • „დდდ კომენტარის გარეშე, უბრალოდ გამეცინა", – წერს Tako Esebua.
  • „რა საყვარლები არიან ეს ჟურნალისტები", – დაწერა Teo Petava-მ.
  • „ელვის პრესლის შეშურდებოდა", – ხუმრობს Giorgi Dzidziguri.

მერაბიშვილი ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის მაისში დააკავა. მას ბრალი წაუყენეს ექვს რეზონანსულ საქმეზე. აქედან ხუთ საქმეზე მან სასჯელი მოიხადა და საერთო ჯამში საპატიმროში ექვსი წელი და ცხრა თვე გაატარა.