მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქართველი მეზღვაურები მეკობრეების ტყვეობაში აღმოჩნდნენ

შეიარაღებული მეკობრეები თავს დაესხნენ გემს საპორტო ქალაქ ლაგოსთან, რომელიც ატლანტიკის სანაპიროზე მდებარეობს
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. რამდენიმე ქართველი მეზღვაური, რომლებიც ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე იმყოფებოდნენ, მეკობრეებმა გაიტაცეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ომანის ყურეში ტანკერებს დაესხნენ თავს: ბორტზე ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ

ხუთშაბათს ღამით ნიგერიის პორტ ლაგოსთან მეკობრეები თავს დაესხნენ ტანკერს. ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს ათამდე მეზღვაური, მათ შორის იყვნენ საქართველოს მოქალაქეებიც.  რამდენი ქართველი მეზღვაური აღმოჩნდა მეკობრეების ტყვეობაში, არ აკონკრეტებენ.

ამასთან, ტელეკომპანიამ აღნიშნა, რომ თავდასხმის დროს მეკობრეებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.