მეკობრეების მიერ ქართველი მეზღვაურების გატაცების დეტალები: საქმეში საგარეო უწყება ჩაერთო

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს აფრიკის სანაპიროსთან მეკობრეები თავს დაესხნენ, რომლებმაც რამდენიმე ადამიანი გაიტაცეს
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ნიგერიის პორტ ლაგოსთან საქართველოს ოთხი მოქალაქე გაიტაცეს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

ტოგოში გატაცებული ქართველი მეზღვაური თავისუფალია

ხუთშაბათს ღამით ნიგერიის პორტ ლაგოსთან მეკობრეები თავს დაესხნენ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს. ბოროტმოქმედებმა რამდენიმე  მეზღვაური გაიტაცეს.

„ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს. ყველა ჩვენი პარტნიორი არის ჩართული. საბერძნეთში ჩვენი გენერალური საკონსულო და საკონსულო მუშაობენ ამ თემაზე. ყველა ზომას ვიღებთ მათ შორის გემმფლობელებთანაც კავშირზე ვართ იმისთვის, რომ მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოხდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა პირველი არხის ეთერში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო იუწყება, რომ დგინდება გატაცებული მეზღვაურების ვინაობა.