ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

მეცნიერებმა პაციენტის სისხლიდან გენური თერაპიის პრეპარატი შექმნეს

ეს ტექნოლოგია ადამიანს საშუალებას მისცემს, გაუმკლავდეს თავის ტვინის ინსულტის შედეგებს, ნერვული უჯრედების დაზიანებებს, ვირუსული დაავადებების დროს გააძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს.
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ყაზანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი პრეპარატი —  გენეტიკურად მოდიფიცირებული ლეიკოკონცენტრატი შეიმუშავეს და დააპატენტეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტის სისხლის უჯრედებისა და სამკურნალო გენების საფუძველზე დამზადებული პრეპარატი ადამიანს საშუალებას მისცემს – ებრძოლოს დეგენერაციულ, იშემიურ და ინფექციურ დაავადებებს. 

მეუღლე დნმ-ით: ჰარვარდელი გენეტიკოსი შესაფერისი პარტნიორის შესარჩევ პროგრამას ქმნის

გენური თერაპია გულისხმობს ორგანიზმში „ჯანსაღი“ გენეტიკური მასალის შეყვანას, რომელსაც შეუძლია პაციენტის დნმ-ში არსებული დეფექტების აღდგენა ან შეცვლა, რათა აღმოიფხვრას არა დაავადების სიმპტომები, არამედ მისი გამომწვევი მიზეზი. წარმატებული მკურნალობის შემთხვევაში ხდება დაზიანებული გენის ფუნქციის აღდგენა.

აღსანიშნავია, რომ გენურ თერაპიას აქვს თავისი რისკებიც – პაციენტის უჯრედების შესაძლო ავთვისებიანი ტრანსფორმაცია. ეს ფაქტი გენური თერაპიის ფართოდ დანერგვის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა.

„გენური თერაპიის მიდგომები საკმაოდ ნელა ინერგება პრაქტიკულ მედიცინაში, მაღალი რისკებისა და ხარჯების გამო. პათოლოგიური პროცესების კორექცია გენეტიკურად მოდიფიცირებული ლეიკოკონცენტრატის გამოყენებით კი შეიძლება გახდეს გენური თერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი რუსტემ ისლამოვი.

ყაზანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს პრეპარატის მიღების მარტივი, უსაფრთხო და იაფი გზა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური სახით. ეს არის გენეტიკურად მოდიფიცირებული ლეიკოციტების კონცენტრატი, რომელიც ხელოვნური დნმ-ის ფორმით ახალ ინფორმაციას ატარებს. 

სამომავლოდ ეს ტექნოლოგია ადამიანს საშუალებას მისცემს, გაუმკლავდეს თავის ტვინის ინსულტის შედეგებს, ნერვული უჯრედების დაზიანებებს, ვირუსული დაავადებების დროს გააძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს, დააკორექტირებს სისხლის შედედების დარღვევებს, გაზრდის ძვლის ქსოვილის რეგენერაციის სიჩქარეს.