მსოფლიო დღეს

იტალიის მთავარი დიპლომატი: გლობალური გამოწვევები რუსეთის მონაწილეობით უნდა გადაიჭრას

რომში რუსეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად „2 + 2" ფორმატში განიხილავენ შეიარაღებაზე კონტროლის, ლიბიაში, სირიასა და უკრაინაში კრიზისების საკითხებს
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. გლობალური გამოწვევების მოგვარება საჭიროა რუსეთის მონაწილეობით, განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ იტალიასა და რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შორის „2 + 2“ ფორმატით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

„მიუნხენის“ შედეგები: მსოფლიო დიდი რყევების ზღვარზეა

„იტალიამ იაზრებს ყველა იმ განსხვავებასა და სირთულეს, რომელიც ხშირია დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. ჩვენ გვინდა ვიპოვოთ ის განსაკუთრებული გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ ურთიერთგაგებას, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია, რომელის არავისთვისაა ხელსაყრელი. ჩვენ ვერ ვიტყვით უარს გლობალურ გამოწვევებზე, ისინი უნდა გადავჭრათ, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით, ციტირებს РИА Новости დი მაიოს სიტყვებს.

მისივე თქმით, „2 + 2" ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წინა სხდომა ექვსი წლის წინ გაიმართა. როგორც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, გამართულმა შეხვედრამ ქვეყნების ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განმტკიცება გახადა შესაძლებელი.