მერკური რეტროგრადული ხდება: რა გავლენას მოახდენს ის ადამიანებზე

პლანეტების რეტროგრადულ მოძრაობას დიდი გავლენა აქვს ადამიანებზე. რეტროგრადული შეიძლება იყოს ყველა პლანეტა, გარდა მზისა და მთვარისა
Sputnik

17 თებერვალს რეტროგრადული ხდება მერკური და უკუსვლის მდგომარეობაში ის 10 მარტამდე დარჩება. ზოგადად, მერკური რეტროგრადული წელიწადში 3-4-ჯერ არის, დაახლოებით ოც-ოცი დღის განმავლობაში.

რეტროგრადული მერკური, თუ მას დედამიწიდან შევხედავთ, თითქოს შემობრუნდება და საწინააღმდეგო მიმართულებით იწყებს მოძრაობას. რა თქმა უნდა, ორბიტიდან ის არ გადადის: მისი გზა კოსმოსურ სივრცეში უცვლელია. ტრაექტორიის ხილული დამახინჯება - ეს პლანეტების ორბიტებში სხვაობისა და მზის ირგვლივ მოძრაობის სისწრაფეში განსხვავების შედეგია.

პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

მეტად გასაგები რომ იყოს, პლანეტების რეტროგრადული მოძრაობა ორ მოძრავ ობიექტს შეიძლება შევადაროთ - ავტომობილსა და ველოსიპედს. რა თქმა უნდა, ავტომობილის სიჩქარე უფრო მაღალია, ვიდრე ველოსიპედის. ამიტომ როდესაც ავტომობილი ეწევა ველოსიპედს და უსწრებს მას, ავტომობილში მჯდომს უჩნდება შეგრძნება, რომ ველოსიპედი უკან მოძრაობს, თუმცა ეს ასე არა - ველოსიპედიც მოძრაობს, მაგრამ გაცილებით ნელა. ასეა პლანეტების შემთხვევაშიც.

ასტროლოგების განცხადებით, ასეთი ცვლილებები არ შეიძლება, რომ ადამიანების ცხოვრებაზე არ აისახოს.

რა ხდება იმ დროს, როდესაც მერკური უკუსვლას იწყებს?

ასტროლოგიაში მერკური პასუხისმგებელია ინტელექტზე, აზრებზე, მეტყველებაზე, კონტაქტებზე, კავშირებზე, მოლაპარაკებებზე, ვაჭრობაზე, დოკუმენტებზე, რეკლამაზე, ინფორმაციაზე, სწავლაზე, მგზავრობაზე. შესაბამისად, ყველა ამასთან დაკავშირებული პროცესი დამუხრუჭდება, დაყოვნდება. საჭიროა ამ სფეროებში მეტი ყურადღების გამოჩენა რეტროგრადული მერკურის დროს.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

რისი გაკეთება არ შეიძლება რეტროგრადული მერკურის დროს:

განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ბუღალტრებს, ბიბლიოთეკარებს, მწერლებს, ჟურნალისტებს, მთარგმნელებს. გიდებს, მდივნებს, ფილოლოგებს. დისპეტჩერებს, სკოლის მასწავლებლებს, შუამავლებს, ხელოსნებს - ყველას, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია ქაღალდთან, სიტყვასთან, ინფორმაციასთან და ხელით სამუშაოსთან

ყურადღებით იყავით მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით - ის, შესაძლოა, ძალიან დამახინჯებული იყოს. მაღალია ჭორების ალბათობა. მოერიდეთ ინფორმაციის ჭარბად მიღებას

არ ღირს აჩქარება

ყურადღება მართებთ მძღოლებს - დაიცავით საგზაო მოძრაობის წესები და არ გადააჭარბოთ სიჩქარე, შეამოწმეთ ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა

ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა>>

შესაძლებელია გაუგებრობები ადამიანებს შორის და შედეგად - დაძაბულობა ურთიერთობებში. საჭიროა თითოეული სიტყვის დაფიქრებით თქმა

არ ღირს დაპირების მიცემა

განსაკუთრებით მწვავედ რეტრომერკური იმოქმედებს 7-დან 14 წლამდე ბავშვებზე, გაუჭირდებათ სწავლა, შემცირდება ათვისების უნარი.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

რეტროგრადული მერკური უარყოფითად იმოქმედებს ტყუპებსა და ქალწულებზე

ახალი ნაცნობობას, დიდი ალბათობით, არ ექნება პოზიტიური გაგრძელება, ამიტომ არ გქონდეთ ამ ურთიერთობების დიდი იმედი. იგულისხმება როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობები.

არარეკომენდებულია ახალი პროექტების და საკუთარი ბიზნესის დაწყება

არ ღირს მნიშვნელოვანი კონტრაქტების დადება, სერიოზულ დოკუმენტებზე ხელმოწერა და დიდი გარიგებების დადება

არ ღირს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება და კრედიტების გაფორმება

სჯობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და ახალ სამუშაო ადგილზე გადასვლის გადადება

არახელსაყრელია სარეკლამო ღონისძიებებისა და პრეზენტაციების გამართვა

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე>>

არ ღირს საპასუხისმგებლო მივლინებების და სარისკო მგზავრობა ახალ ადგილებში

სჯობს, გადადოთ კავშირგაბმულობის საშუალებების, კომპიუტერული ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, ზოგადად, მნიშვნელოვანი რამის შეძენა

როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

არ ღირს რამის ახლებურად სწავლის დაწყება

არ ღირს სასამართლოში სარჩელის შეტანა

არ ღირს დიაგნოსტიკისა და სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება

რისი გაკეთება შეიძლება რეტროგრადული მერკურის დროს

ადრე დაწყებული პროექტების დასრულება

ძველი საქმეების მოწესრიგება

გეგმების დაზუსტება და კორექტირება

შეცდომების გამოსწორება

სხვადასხვა მიზეზით გადადებული პროექტების დასრულება