ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები და შეზღუდული ხილვადობა) გამო გუშინ დაწესდა
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვითარება გზებზე: საქართველოს მასშტაბით უამინდობის გამო აკრძალვები დაწესდა

კერძოდ, დეპარტამენტის ცნობით,  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 66-107-ე კმ. (ჭიათურა-ზესტაფონი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

 ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები და შეზღუდული ხილვადობა) გამო გუშინ დაწესდა.