თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. რეისი ერევანი-მოსკოვი, რომელსაც კვირას რუსული ავიაკომპანია Nordwind-ი ასრულებდა, სასწრაფოდ შეწყდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
როგორც სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის Facebook-გვერდზეა აღნიშნული, ასეთი გადაწყვეტილება ლაინერის ძრავის არასტაბილური მუშაობის გამო მიიღეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავიაკომპანია Nordwind-ის Airbus A321-ის მარკის თვითმფრინავის ძრავის არასტაბილური მუშაობის გამო რეისი ერევანი-მოსკოვი გაუქმდა. თვითმფრინავი ერევნის აეროპორტ „ზვართნოცის“ სადგომზე დაბრუნდა.
„თვითმფრინავის ეკიპაჟი და მგზავრები არ დაშავებულან“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომიტეტის მონაცემებით, ავიაკომპანიის სომხურ წარმომადგენლობაში შეწყვეტილი რეისის მგზავრებს ახალი თვითმფრინავით 01:20 საათზე მოემსახურებიან.