ქართველმა პარაოლიმპიელმა მოფარიკავემ უნგრეთის მსოფლიო თასზე ბრინჯაო მოიპოვა

ნინა თობილაშვილი დამაჯერებლად მიდიოდა ფინალისკენ და მხოლოდ დასკვნით სტადიაზე, ნახევარფინალში პოლონელ მეტოქესთან დამარცხდა
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. ქართველი სპორტსმენი ნინა თიბილაშვილი უნგრეთის ქალაქ ეგერში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედალოსანი გახდა, იუწყება საქართველოს პარასპორტის განვითარების ცენტრი.

მერვედფინალში ქართველმა სპორტსმენმა ტაილანდელ მეტოქეს ანგარიშით 15:7 მოუგო. მეოთხედფინალში კი ნინამ უნგრელ სპორტსმენს არცერთი შანსი არ დაუტოვა.

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ოქრო მოიპოვა

ნახევარფინალში თიბილაშვილმა პოლონეთის წარმომადგენელს ანგარიშით 3:15 დაუთმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნინა თიბილაშვილი ასპარეზობს А კატეგორიაში, რომელშიც ქვედა კიდურების ამპუტაციის მქონე სპორტსმენები გამოდიან. ამ კატეგორიიდან ტოკიოს პარაოლიმპიურ  თამაშებზე 18 სპორტსმენი გაემგზავრება. მსოფლიო რეიტინგის პირველი 12 სპორტსმენი ტოკიოში საგზურს მოიპოვებს. დღეისათვის თიბილაშვილი რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს.

მსოფლიო თასი უნგრეთში 12-17 თებერვალს იმართება. სპორტსმენებს აქვთ საშუალება 2020 წლის ტოკიოს პარაოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვონ.