თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე თოვლისა და ლიპყინულის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე სხვა ტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. რეჟიმის დაცვას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.