მსოფლიო დღეს

სტოლტენბერგი: რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულების მოშლამ ნატოს სიმყარე აჩვენა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატოს გენმდივნის განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ალიანსის „ტვინის სიკვდილის“ შესახებ ნათქვამი სიტყვების დადასტურება უწოდეს.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულების (DRSMD) მოქმედების შეწყვეტის ირგვლივ შექმნილმა სიტუაციამ ნატოს წევრი სახელმწიფოების ძალა და თანხვედრა აჩვენა, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო დაშლის ზღვარზე? შეძლებს თუ არა ალიანსი ერთიანობის შენარჩუნებას

გასული წლის 2 აგვისტოს DRSMD-ს მოქმედება შეწყდა. 2018 წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განაცხადა და ეს ახსნა იმით, რომ მოსკოვი თავის ვალდებულებებს არ ასრულებს. ამასთან მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთმა ხელშეკრულება დაარღვია, ამერიკულმა მხარემ ვერ წარმოადგინა. თებერვალში შეერთებული შტატების ანალოგიური ქმედებების საპასუხოდ რუსეთმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკუთარი ვალდებულებების შესრულების შეჩერების შესახებ განაცხადა.

„DRSMD-ს მოქმედების შეწყვეტა – ნეგატიური მოვლენაა, მაგრამ ის ხაზს უსვამს ნატოს როლის მნიშვნელობას, რადგან როდესაც დავინახეთ, რომ რუსეთმა DRSMD-ს დარღვევა მრავალი წლის წინ დაიწყო, ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები დავიწყეთ. ნატო გახდა ის პლატფორმა, რომელმაც ჩვენ გაგვაერთიანა, რათა გვეპოვა გამოსავალი მდგომარეობიდან და გადაგვეწყვიტა, როგორი რეაგირება უნდა მოგვეხდინა რუსეთის მიერ DRSMD-ს დარღვევაზე“, – განაცხადა ნატოს გენმდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, DRSMD წარმოადგენდა ორმხრივ ხელშეკრულებას რუსეთსა და აშშ-ს შორის, მაგრამ ის იყო მნიშვნელოვანი ასევე ნატოს ევროპული ქვეყნებისათვისაც. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს ყველა ქვეყანა დაეთანხმა აშშ-ის გასვლას ხელშეკრულებიდან და დასძინა, რომ „ხელშეკრულება, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე იცავს, აზრს კარგავს“.

ნატოს საიუბილეო სამიტი: რაზე ილაპარაკეს ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა

სტოლტენბერგის გამონათქვამთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„ბატონ სტოლტენბერგს ამ განცხადებით კიდევ ერთხელ სურდა ყველას დარწმუნება, რომ ნატოს ტვინი მკვდარია და დარჩა მხოლოდ ძალა, რომელიც ტვინის გარეშე ყველაფერს ანგრევს“, – დაწერა Facebook-ზე ზახაროვამ, რომელმაც გაიხსენა „დიაგნოზი“, რომელიც ალიანსს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაუსვა.