გასული წლის დეკემბერში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყვილს – ნანუკა გუდავაძესა და ბერა ივანიშვილს ბიჭუნა, პატარა ბერუკა შეეძინათ. ახალბედა დედა იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში, აღარ აქტიურობს სოციალურ ქსელში და უცნობია, სად და როგორ ატარებს თავისუფალ დროს. ცოტა ხნის წინ ცნობილმა მოდელმა ანა შელიამ Instagram-ზე ნანუკასთან და მის დასთან ანისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ გოგონები ერთ-ერთ კაფეში ჩაის მიირთმევენ.
ანა შელია და ნანუკა, სავარაუდოდ, საერთო ინტერესებმა დაამეგობრა. ბერა ივანიშვილის მეუღლე ყოფილი მოდელი და ამჟამად მოდის ბლოგერია. ნანუკას ოჯახზე ბევრი არაფერია ცნობილი. სოციალურ ქსელში იძებნება მისი დები – ანი და მარიამ გუდავაძეები. მარიამი ნანუკაზე და ანიზე ბევრად უმცროსია. რაც შეეხება ანის, ფოტოებიდან ირკვევა, რომ დაქორწინებულია. ირკვევა, რომ ბერას და ნანუკას ქორწილში ანი ორსულად იყო და ახლა პატარა ბიჭუნას დედაა. დების მსგავსება გაოცებას იწვევს.
მასმედიაში წერენ, რომ ნანუკა გუდავაძე 14 წლის ასაკში დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. მისი Instagram-ის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას უყვარს კამერის წინ პოზირება, ბოსტნეულის სალათები, ყავა და პატარა ჩანთები გრძელი სახელურით. წყვილის სიყვარულის შესახებ ცნობილი 2018 წელს გახდა და მაშინვე აგორდა უამრავი ჭორ-მართალი. შემდეგ ბერას სოციალურ ქსელში ამ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებამ დაადასტურა, რომ სულ მალე კიდევ ერთი ოჯახი შეიქმნებოდა და ბიძინა ივანიშვილი მამამთილის ამპლუას მოირგებდა.