მსოფლიო დღეს

იტალიიდან საქართველოში ორი ტონა კანაფი შემოჰქონდათ

თურქეთში გაჩერებული რეკორდული ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების სავარაუდო საბაზრო ღირებულება 124 220 ათას ლირას შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. თურქეთის სამართალდამცველებმა სატვირთო მანქანაში, რომელიც იტალიიდან საქართველოს მიმართულებით მოდიოდა, ორი ტონა კანაფი აღმოაჩინეს, იუწყება აჭარის ტელევიზია თურქულ მასმედიაზე დაყრდნობით.

თურქული მედიასაშუალება Anadolu-ს ინფორმაციით, უცხონომრიანი ტრაილერი კაფიკულეს საბაჟო პუნქტზე საეჭვოდ მიიჩნიეს და რენტგენულ სკანირებაზე გადაგზავნეს.

საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკი შემოჰქონდათ – დაკავებულია ერთი პირი

დეკლარაციის მიხედვით, მანქანას სასუქი გადაჰქონდა, თუმცა სკანირების შედეგად, საეჭვო სიმკვრივის დადგენისთანავე, მანქანა გასაჩხრეკად გადაიყვანეს. ტრაილერში ორი ტონა კანაფი აღმოჩნდა (ჯამში 213 ტომარა).

„ეს იყო ყველაზე დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე აღმოვაჩინეთ“, – განაცხადა  თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

რეკორდული ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების სავარაუდო საბაზრო ღირებულება 124 220 ათას ლირას შეადგენს.

დაკავებულია სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც, თურქული მედიის ცნობით, უცხოელია.