პრესკონფერენცია: როგორ აისახება პირველი პირების ხშირი ცვლა სისტემის ფუნქციონირებაზე

პრესკონფერენცია თემაზე „როგორ აისახება საქართველოში პირველი პირების ხშირი ცვლა სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებაზე", „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში ოთხშაბათს, 12 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება.
Sputnik

მომავალ სასესიო კვირაში საქართველოს პარლამენტი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას, სავარაუდოდ, დამტკიცებს. ამის შემდეგ დღის წესრიგში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი დადგება.

საქართველოს საპროკურორო საბჭო გენპროკურორის თანამდებობაზე შოთაძეს წარადგენს

მოქმედი კანონმდებლობით, გენერალური პროკურორი ექვსი წლის ვადით აირჩევა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კი ათი წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ამ უწყებების არცერთ ხელმძღვანელს საკუთარი ვადა ბოლომდე არ ამოუწურავს.

თუ როგორ აისახება საქართველოში პირველი პირების ხშირი ცვლა სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებაზე? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე პრესკონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ:

- საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, უფლებადამცველი გია მეფარიშვილი;

- სამართლის დოქტორი ვენედი ბენიძე

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც "Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

"Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com