კინოფილმების მოყვარულ საზოგადოებას ამერიკელი მსახიობების გარეგნობის უკვირთ. ყველამ კარგად იცის, რომ ტელეეკრანებზე გამოჩენილი ადამიანები უამრავ ინექციასა და ოპერაციას მიმართავენ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ბუნებრივი სილამაზითა და განსაკუთრებული გენებით გამოირჩევიან. ასეთია ნანკა კალატოზიშვილი. ქართული ბუნებრივი სილამაზე სწორედ ამ მსახიობში შეინიშნება. 40 წლის მშვენიერი მსახიობი შეუდარებლად გამოიყურება და მის სილამაზემდე ვერც ერთი ამერიკელი ან ევროპელი მსახიობი ვერ მივა. ნანკა კალატოზიშვილს, როგორც თავად ამბობს, პლასტიკური ქირურგიისა და ბოტოქსისთვის არასდროს მიუმართავს. მის პირად გვერდზე კომენტარები სილამაზის ელექსირის განდობის შესახებ არ წყდება.
კალათბურთელ ირაკლი კედიასთან დაშორების შემდეგ მსახიობი ზრდის მათ საერთო შვილს დანიელს, რომელიც წელს სკოლაში მივა. ნანკას ტყუპისცალი ძმა ჰყავს – გიორგი კალატოზიშვილი, რომელიც ასოცირებული ტრენერია და სხვადასხვა კომპანიაში წარმატებით საქმიანობს. ირაკლი კედიასთან დაშორების შემდეგ ყოფილ ცოლ-ქმარს თბილი დამოკიდებულება აკავშირებს. ისინი სიმპათიურ დანიელს ერთად ზრდიან. ირაკლი კედია ვაჟის სახალისო ვიდეოებსა და ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ბიჭუნა დედას ძალიან ჰგავს.
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი წლებია პოპულარობას ინარჩუნებს და ხშირად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ნანკა ერთ-ერთი იმ მსახიობთაგანია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დროს მუდმივად აქტიურობს და თავის პოზიციას ხმამაღლა აფიქსირებს. ნანკამ 2000 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, ამავე წელს გახდა თეატრალური სარდაფის მსახიობი. 2007 წლიდან არის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის მსახიობი. მის გარეგნობას წლები ვერაფერს აკლებს. დაუჯერებელია, რომ პოპულარული ტელესახე 40 წლის არის.