ენგურჰესის რემონტისთვის 28 მილიონი ევრო გამოიყოფა

ზემოაღნიშნული 28 მილიონი ევროს ჩათვლით, EBRD-ის მიერ გამოყოფილი თანხა ენგურჰესის რემონტისთვის 100 მილიონ დოლარს აღემატება
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს სესხის სახით 28 მილიონ ევროს ენგურჰესის რემონტისთვის გამოუყოფს, აღნიშნული საკითხი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

სესხის ხანგრძლივობა 15 წლიანია, აქედან შეღავათიანი პერიოდი 3,5 წელიწადს შეადგენს.

ენგურჰესზე ტურისტული ცენტრის ტექნიკურ-ეკონომიკური მოწყობის საფუძველი მომზადებულია

სარემონტო სამუშაოები დაიწყება თებერვლის ბოლოს და გაგრძელდება მაისის ბოლოს, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში ენგურჰესი გამოიმუშავებს ყველაზე ნაკლებ ენერგიას - დაახლოებით 500 მილიონ კილოვატ/საათს.

ჯამში, ზემოაღნიშნული 28 მილიონი ევროს ჩათვლით, EBRD-ის მიერ გამოყოფილი თანხა ენგურჰესის რემონტისთვის 100 მილიონ დოლარს აღემატება.

„ენგურჰესი" კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია. ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.

სემეკმა ენგურჰესს ელექტროენერგიაზე ტარიფები შეუმცირა >>

„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.