თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად ნარკოტიკული (25 კაფსულა და 12 აბი) და ფსიქოტროპული (12 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით დაიწყო.