თბილისის მერია ქალაქში სამისამართე აბრების დამონტაჟებას აგრძელებს

დღეს სამისამართე აბრა და ისტორიული ცნობების შემცველი საინფორმაციო დაფა თბილისი საკრებულოს შენობაზე დამონტაჟდა.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. თბილისის საკრებულოს შენობაზე ახალი სამისამართე აბრა დამონტაჟდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თბილისის მერია პარლამენტის შენობის წინ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაციას გეგმავს

სამისამართე აბრასთან ერთად შენობაზე განთავსდა თავად საკრებულოს შენობისა და თავისუფლების მოედნის ისტორიის შემცველი საინფორმაციო დაფა.

„დედაქალაქში სამისამართე აბრების დამონტაჟების პროცესი განახლდა. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის მიერ ყოველწლიურად დაახლოების 13 ათას მისამართზე მონტაჟდება სამისამართე აბრა. ჩვენი მიზანია, რომ დედაქალაქში არ იყოს გეოგრაფიული ობიექტი მისამართის და სამისამართე აბრის გარეშე“, – განაცხადა საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა.

მისი სიტყვებით, თბილისში სამისამართე აბრების დამონტაჟების პროცესი გაგრძელდება. აბრების დასამზადებლად თანხა დედაქალაქის ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი.