ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

როგორ იცვლება „ექიმ ჟივაგოს“ ქალაქი - პერმის უცნაურობები

ევროპული საჯარო სივრცეები (public space), ახალგაზრდული თავშეყრის ადგილები კამის სანაპიროზე... ვისაც პერმი პასტერნაკის რომანში აღწერილი იურატინის  პირველსახედ წარმოუდგენია, მას ქალაქის დღევანდელი იერი გააკვირვებს.
Sputnik

შეჯიბრებები თოვლმავალით წყალზე, ღვეზელები ბოლოკის შიგთავსით, ქვის ტყე, „ფიშექსტაზი“ და სხვა ადგილობრივი „ნოუჰაუ“ – „რია ნოვოსტის“ მასალაში. 

ლოკალური - საუკეთესო

სამოგზაურო მენიუს დამოუკიდებელი პუნქტი - „პერმის სამზარეულოს“ ფენომენია. აქ ერთმანეთთანაა შერწყმული ურალის ეთნო- და ბიომრავალფეროვნება. ყოველი ნაციონალური კერძი ახლებურადაა დამუშავებული. მაგალითად, ადგილობრივი პელნანები - თითქოს პელმენების მსგავსი კერძია, მაგრამ ორიგინალურად მოხვეული, ირმის ან ქარიყლაპიის შიგთავსით.

როგორ იცვლება „ექიმ ჟივაგოს“ ქალაქი - პერმის უცნაურობები

კლასიკური (ხორციანი) შიგთავსის ნაცვლად, ღვეზელში შეიძლება ხან ბოლოკი აღმოაჩინოთ, ხან კი საერთოდ ვერ მიხვდეთ, რისგან და როგორაა დამზადებული. 

თუმცა სამზარეულო ნამდვილად ლოკალურია. თუ პერმში მოხვდებით, შვიტამ კი დაბერება მოასწრო და მოსამზადებლად აღარ გამოდგება, ცნობილ პერმულ კერძს ვერ გასინჯავთ, მაგრამ კერძების სიუხვის გამო ეს შეუმჩნეველი დაგრჩებათ. შემთხვევით ხომ არ ამშვენებს ერთ-ერთ გასტრორესტორანს წარწერა: „დაისვენე, შენ პერმში ხარ!“

როგორ იცვლება „ექიმ ჟივაგოს“ ქალაქი - პერმის უცნაურობები

ამაყი ევრაზიულობის ნიშნებს ყველგან ამოიკითხავთ. ნუ შეგაშფოთებთ ბილინების ტოპონიმიკა. სოფლებში პოკჩასა და ნირობში აღმოაჩენთ ადგილობრივი პროდუქტებისადმი იტალიურ სიყვარულს - მაგალითად, დამწნილებულ არყა სოკოს, რომელიც გაჭირვებითაა ჩატენილი ლიტრიან ქილებში.

სოფელ ელოვოში, ვოტკინსკის წყალსატევის მახლობლად, ყოველწლიური გასტროფესტივალის მოკრძალებული სახელწოდების უკან იმალება „ფიშექსტაზი“ ქარიყლაპიისა და კაპარჭინას, ლოქოსა და ღლაბუტას მონაწილეობით.

კრეატივის მასშტაბი

პერმელები „გულთბილი, სტუმართმოყვარე, კეთილი და ცოტა უცნაური“ ხალხია, წერდა XIX საუკუნეში მელნიკოვ-პეჩორსკი. სასიამოვნო უცნაურობათა შორის მესამე ათასწლეულის დასაწყისიდან - სოციო-კულტურული სივრცეების გახსნაა.

როგორ იცვლება „ექიმ ჟივაგოს“ ქალაქი - პერმის უცნაურობები

პროექტი „შპაგინის ქარხანა“ - ტურისტული პროგრამის აუცილებელი პუნქტია. აქ ატარებენ დასვენების დღეებს პერმელი ახალგაზრდები. ევროპული და ამერიკული საჯარო სივრცეების მაგალითით შთაგონებულმა ადგილობრივმა არქიტექტორებმა ახალი სიცოცხლე შესძინეს ელმავალშემკეთებელ საამქროებსა და მიმდებარე ტერიტორიებს.

აქ არის სივრცეები სპექტაკლებისთვის, გამოფენებისთვის, კონცერტებისთვის. მაგალითად, თებერვალში გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი და ახალგაზრდული ფორუმი. ნაგებობების ნაწილი პერმის სამხატვრო გალერეასა და პერმის სიძველეთა მუზეუმს დაუთმეს. კიდევ ერთი უცნაურობა - პერმის ესპლანადაა, სანიმუშო ევროპული სასეირნო ზონა ქალაქის ცენტრში: შადრევანი, გაზონით დაფარული ბიონიკური ფორმის პავილიონები, საქანელები, სეზონური ატრაქციონები. ზამთრობით აშენებენ ყინულის ქალაქს საცურაო მოედნით, ბორცვებითა და სკულპტურებით. 

ევროპული მხარე 

ქალაქ ოსაში კამჩატკის მეორე ექსპედიციის დასაწყისში (1733 წელს) ამერიკა-ევრაზიის საზღვრის მკვლევარმა ვიტუს ბერინგმა გაათია ღამე. ამ მოვლენას ეძღვნება თვალშისაცემი არტობიექტი - მოგზაურის ხის ბოტის ანალოგიური ნავი. 

როგორ იცვლება „ექიმ ჟივაგოს“ ქალაქი - პერმის უცნაურობები

მაგრამ ამ ბოტზე უკეთ გაბედული ზღვაოსნის სახელს აცოცხლებს უშიშარი ახალგაზრდობა, რომელიც ყოველწლიურად ჩამოდის სპორტის ექსტრემალური სახეობების ფესტივალ „ბერინგის აკვატორიაზე“. აქაურ ახალგაზრდებს განსაკუთრებული გასართობი აქვთ - თოვლმავალით შეჯიბრება მდინარეზე; ქვის ტყეები მდინარის სანაპიროზე - პასუხი ბერძნულ მეტეორებს; კირქვის ბელტების მასივი, რომელზეც ძველისძველი მარჯნის, მოლუსკების ანაბეჭდებს შეამჩნევთ (მრავალი მილიონი წლის წინათ აქ ზღვა იყო). ეს ტერიტორია უკვე დიდი ხანია, კინოჯგუფების საყვარელ ადგილად გადაიქცა („პირველების დრო“, „პარმის გული“ და სხვ.).

სანაპირო

ტრენდი „სანაპირო ადამიანებისთვის“ აქ უცხო ხილი არაა. ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს, როდესაც ქალაქები წყლის პანორამებს უტილიზაციისთვის იყენებდნენ, პერმმა კამის სანაპიროზე სასეირნო ტერიტორია მოაწყო. დღეს ადგილობრივი მოსახლეობა და მათთან ერთად ტურისტებიც ნელ-ნელა ეჩვევიან იმას, რომ მდინარესთან ყოველთვის რაღაც ხდება: გამოფენები, კონცერტები, პროექტის „დასვენების დღეები სანაპიროზე“ ინსტალაციები. მათი ადგილი პერმში - ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გრძელ ქალაქში (70 კილომეტრზე მეტი მდინარის გასწვრივ) - ყოველთვის გამოინახება.

როგორ იცვლება „ექიმ ჟივაგოს“ ქალაქი - პერმის უცნაურობები

ამ ბრიტანულ იუმორზე რას იტყვით? წარწერა - „ბედნიერება ცხრა მთას იქით არ არის“, რომელიც ქალაქის სანაპიროს ამშვენებს - გამოძახილს ჰპოვებს პერმის მხარის „დემიდკოვოს“ მყუდრო სანატორიუმში - იქ აღმოაჩენთ ორმეტრიან „პასუხს“ არტობიექტის სახით - „ბედნიერება აქ არის!“