გახარიამ ალიევს არჩევნებზე მმართველი პარტიის გამარჯვება მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებით კმაყოფილება გამოხატეს
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეფონით დაუკავშირდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და მიულოცა მას მმართველი პარტიის გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში, ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზე.

აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა წინასწარი შედეგები 125-ვე საარჩევნო ოლქში, მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ახალ პარლამენტში დაახლოებით 70 ადგილს მიიღებს.

რიგგარეშე არჩევნები აზერბაიჯანში: ეგზიტპოლმა გამარჯვებული დაასახელა

„გიორგი გახარიამ მიულოცა სახელმწიფოს მეთაურს საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება პარტიის „ენი აზერბაიჯანი“, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხელმძღვანელობს ”, - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყურადღებისა და მილოცვისთვის გახარიას მადლობა გადაუხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებით კმაყოფილება გამოხატეს და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაფართოების იმედი გამოთქვეს.

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს >>

9 თებერვალს აზერბაიჯანში მილი მეჯლისის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. რესპუბლიკის მაცხოვრებლებმა 1314 რეგისტრირებული კანდიდატიდან ერთპალატიანი პარლამენტის 125 წევრი აირჩიეს. ხმის მიცემა 5573 საარჩევნო უბანზე გაიმართა.

გასული წლის 2 დეკემბერს აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტ ილჰამ ალიევს პარლამენტის გაწვევის და რიგგარეშე საპარლამენტო არჩენების დანიშვნის წინადადებით მიმართა.

აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 4 დეკემბერს დააკმაყოფილა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოთხოვნა პარლამენტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით.