სომხეთისა და თურქეთისკენ მიმავალი გზები ყველა სახის ტრანსპორტისთვის გაიხსნა

ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გუშინ საღამოს აიკრძალა
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. ტრაილერების მოძრაობა აღდგა ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის საზღვარი) და ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის საზღვარი) გზებზე, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ზემო ლარსი დღეს: ასობით ავტომობილი გზის გახსნას ელოდება

აღნიშნულ გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გუშინ საღამოს თოვის, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო აიკრძალა.

ამჟამად გზები ყველა სახის ტრანსპორტისთვის გახსნილია.

ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ცენტრალური ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა ისევ აკრძალულია - ასობით ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულია დაბა ჟინვალში რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის გახსნის მოლოდინში. შეზღუდვა ძლიერი ქარისა და შეზღუდული ხილვადობის გამო დაწესდა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.

გარდა ამისა, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვერონა-შუამთას მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. ამ დროისთვის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოში ძლიერი ქარია: 112-ში ქვეყნის მასშტაბით 64 შეტყობინება შევიდა >>

ასევე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 17-106-ე კმ (მცხეთიჯვარი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ დროისთვის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.