სავსემთვარეობა 9 თებერვალს: როგორ ვიმოქმედოთ – რჩევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

9 თებერვალს სავსემთვარეობა და სუპერმთვარეობაა. ეს დღე უჩვეულო ტალღაზე ჩაივლის, რასაც ლომის თანავარსკვლავედში განთავსებული მთვარე შექმნის. იმისთვის, რომ ასეთ დღეს წარმატებებს მივაღწიოთ, საჭიროა წინასწარ ვიცოდეთ, რა მოვლენებს გვიმზადებენ ვარსკვლავები.
Sputnik

სუპერმთვარეობა – ესაა მთვარის განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც მთვარის ორბიტა მაქსიმალურად ახლოსაა დედამიწასთან. მთვარე უფრო დიდი გვეჩვენება, ის უფრო ძლიერად ანათებს. საოცრად ლამაზი სანახაობაა, რომელსაც ასევე საშიში შედეგები შეიძლება ჰქონდეს ენერგეტიკული თვალსაზრისით.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

ამ მოვლენის ასტროლოგიური აზრი ძალზე მარტივია: თუ მთვარე ახლოსაა ჩვენთან, მისი გავლენაც თითოეულ ჩვენგანზე უფრო მძლავრია. სუპერმთვარეობის დროს სრული ფაზა კოლოსალურ ძალას იძენს. ამ დღეს შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა კატაკლიზმები, უჩვეულო მოვლენები, ასრულდეს სურვილები, შეიცვალოს ადამიანების ბედი.

თებერვლის სავსემთვარეობა უჩვეულო ტალღაზე ჩაივლის, რასაც ლომის თანავარსკვლავედში განთავსებული მთვარე შექმნის. ასტროლოგები გვაფრთხილებენ: გაიზრდება ენერგია, მოუთმენლობა, სურვილი გაჩნდება ჰორიზონტების გაფართოების, სტრატეგიის შეცვლის, წესებისთვის გვერდის ავლის. ბევრისთვის ეს დღე დაკავშირებული იქნება ცვლილებებთან და ცხოვრების არასტანდარტულ მანევრებთან. მაგრამ მოსალოდნელია ასევე ისეთი მოვლენები, რომლებსაც სასიხარულოსა და იღბლიანს ვერ ვუწოდებთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სავსემთვარეობის ზოგიერთი მომენტი შესაძლოა, საბედისწერო გახდეს და ბევრი რამ შეცვალოს ადამიანების ბედში. რისკების შემცირებაში ასტროლოგების რჩევები დაგვეხმარება.