COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან თბილისში დაბრუნდნენ

ჩინეთის სახმელეთო ნაწილზე კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 811-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა და გაეწერა 2649 ადამიანი
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთის ქალაქ ჰანჯოუდან ჩამოსვლას ფრენების აკრძალვის გამო ვერ ახერხებდნენ, თბილისში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დავალებით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უზრუნველყო.

კოორნავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ SARS-ის ეპიდემიის დროს გარდაცვლილთა რიცხვს გადააჭარბა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ლუკა ბუხრაშვილი, ნინო ვაშალომიძე და ანი ტატიშვილი პეკინიდან თბილისში „ფლაი დუბაის“ (Fly Dubai) რეისით ჩამოფრინდნენ. მათ ჩინეთი ადგილობრივი დროით 23:50 საათზე დუბაის გავლით დატოვეს.

ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური შემოწმება უტარდებათ.

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 29 იანვარს ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ჯანმომ აღნიშნული დაავადების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო სიტუაციად შეაფასა.