მომღერალ ნინი ქარსელაძეს საჩუქრებით ხშირად ანებივრებენ. ცოტა ხნის წინ მან სოცილურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, საიდანაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომღერალმა საჩუქრად უამრავი ვარდი მიიღო. ფოტოებს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა კი მომღერალმა საჩუქრად ბეჭედიც მიიღო. ყველას ახსოვს რამდენიმე თვის წინანდელი ფოტო, სადაც ჩანდა, რომ ქარსელაძეს უცნობმა თაყვანისმცემელმა ავტომანქანის საბარგული ვარდებით აუვსო.
ნინი ქარსელაძე ქართველმა მაყურებელმა ბავშვობიდან გაიცნო. „ქუჩის ბიჭებთან'' ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა. თუმცა ნინის პროფესიად მომღერლობა არ აურჩევია. იურისტობა გადაწყვიტა. ამბობს, რომ პროფესიის შერჩევაში ბიძა – მერაბ ჟორდანია დაეხმარა.
თბილისში რამდენჯერმე გავრცელდა ჭორი, რომ ნინი თხოვდებოდა, თუმცა ეს ჭორი არასდროს დადასტურდა. ნინი არ საუბრობდა არასდროს პირად თემებზე, თუმცა ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ ერთადერთხელ უყვარდა სერიოზულად და ბიჭის ოჯახმა ის მამის წარსულის გამო დაიწუნა. საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
ნინი ამ თემაზე გულდაწყვეტილი ამბობს, რომ მამამისმა თუ ვინმეს რამე დაუშავა, პირველ რიგში – საკუთარ თავს. შეყვარებულთან დაშორებას ნინი დეპრესიაში არ ჩაუგდია. არაჩვეულებრივად გამოიყურება და ეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი ფოტოებითაც ხშირად დასტურდება.