დრო იწურება: საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციას მარტამდე უნდა მოელაპარაკოს

საქართველოს საარჩევნო სისტემაში, სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება - ამისათვის პოლიტიკოსებს დროც არ ეყოფათ
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები ჩიხშია, დრო კი, რომელიც ცვლილებების გასატარებლადაა საჭირო, თებერვლის ბოლოს იწურება.

არჩევნები 2020: რისი იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“ >>

საქართველოს კონსტიტუციაში საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების უკვე 2020 წელს ჩატარებას ითვალისწინებდა, 2019 წლის ნოემბერში ჩავარდა. ამის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ზეწოლის შედეგად, მმართველი პარტია ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა.

საპარლამენტო არჩევნები 2020: ოდირის დასკვნა როგორც უთანხმოების საბაბი და სათადარიგო გეგმა

საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველო გააფრთხილეს, რომ ეს არჩევნები ერთგვარი „ლაკმუსის ქაღალდი“ იქნება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის შესაფასებლად, საარჩევნო სისტემა კი, რომლითაც დამდეგი არჩევნები ჩატარდება, საყოველთაო შეთანხმების საგანი უნდა იყოს.

თუმცა, დღეისათვის არსებობს კონსტიტუციაში გაწერილი ნორმა, რომლის თანახმადაც, 2020 წლის არჩევნები შემდეგნაირად უნდა ჩატარდეს: 150 ადგილიდან 73 დეპუტატი ერთმანდატიან ოლქში აირჩევა, დანარჩენი ადგილები კი ნაწილდება პარტიებს შორის, რომლებიც 3%-იან ბარიერს გადალახავენ.

გარდა ამისა, იხილება ორი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო სისტემა: ოპოზიცია ითხოვს 150 ადგილის გადანაწილებას პარტიებს შორის, ხელისუფლება კი კვლავ შერეულ სისტემას უჭერს მხარს, თუმცა ერთმანდატიან ოლქებში 73-ის ნაცვლად 50 დეპუტატის არჩევის წინადადებით გამოდის.

ყველა ერთის წინააღმდეგ: ქართული ოპოზიცია არჩევნებზე ერთიან კანდიდატებს წამოაყენებს

არცერთ მხარეს არა აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და შესწორებები შეიტანოს საქართველოს კონსტიტუციაში. ამასთან, ოპოზიციას არ სურს შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რადგან შიშობს, რომ „ქართული ოცნება“, მთელ თავის გავლენას გამოიყენებს და მაჟორიტარულ არჩევნებს ყველა ერთმანდატიან ოლქში მოიგებს.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, ის ვერ დასთანხმდება ოპოზიციის წინადადებას პარტიის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო. „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილმა უკვე ჩააგდო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მცდელობა ნოემბერში, ახლა კი პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადასვლის წინააღმდეგაც გამოდის.

დრო იწურება

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ითვალისწინებს ერთი თვის განმავლობაში შესწორებების საყოველთაო განხილვას, შემდეგ კი მათ მიღებას ორ სესიაზე, პოტენციური შეთანხმების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

„თებერვლის ბოლოს მოლაპარაკებების შეთანხმების ფანჯარა უკვე რეალურად იხურება, რადგან თებერვლის ბოლოს, შეთანხმება თუ არ შედგა პარლამენტი უკვე ვეღარ მოასწრებს ამ ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, სპიკერმა აღნიშნა, რომ ახლა მომდევნო ნაბიჯი ოპოზიციამ უნდა გადადგას, რადგან ხელისუფლება თავის წინადადებას კომპრომისულ ვარიანტად მიიჩნევს.

არჩევნები 2020: ევროკავშირმა საქართველოსთვის რეკომენდაციები მოამზადა

„100/50 - ეს არის ნამდვილად კომპრომისული ვარიანტი იმასთან შედარებით, თუ რა არის დღეს ჩაწერილი კონსტიტუციაში, გარდამავალ დებულებებში და ის ითვალისწინებს მნიშვნელოვნად პროპორციული მანდატების გაზრდას“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ამასთან, მმართველი პარტიის კიდევ ერთმა დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება გეგმავს დამდეგ არჩევნებზე ხმათა არანაკლებ 60%-ის აღებას და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას, ანუ არანაკლებ 100 ადგილისა შესაძლო 150-დან.

ოპოზიცია წინააღმდეგია

ქართულ ოპოზიციაში ხელისუფლების წინადადებას კომპრომისად არ მიიჩნევენ და თავიანთი ვარიანტის განხილვა ითხოვენ.

ჩაატარეთ სამართლიანი არჩევნები: რას ურჩევს ევროსაბჭო საქართველოს

„თუ მოეგებიან გონს თებერვლის ბოლომდე და ამ შეურაცხყოფას უკან წაიღებენ, ეს არის კარგი ქვეყნისთვის, პერსონალურად ივანიშვილისათვის და მისი გარემოცვისთვის. ჩვენ შეთავაზებული გვაქვს რამდენიმე მოქნილი მოდელი. ჩვენთვის არსებითია, რომ პრინციპულად პროპორციულობისკენ შეიცვალოს სისტემა“, - განაცხადა ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია უკვე აქტიურად ემზადება იმ შემთხვევისთვის, თუ მოლაპარაკება ჩაიშლება, და აპირებს ერთიანი მაჟორიტარული კანდიდატების წამოყენებას გაერთიანებული ოპოზიციიდან.

„რაღაც პერიოდია, ჩვენ ცუდი სცენარისთვისაც ვემზადებით. მოხდება ოპოზიციის კანდიდატების კოორდინირება მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ეს საჭირო იქნება პირველივე ტურში მოსაგებად, რათა ტრიუკი, რომელიც  დაკავშირებული ძალადობასთან, მოსყიდვასთან, იყოს შეუძლებელი“, - განაცხადა ბოკერიამ.

ამჯერად ბოკერიას ეთანხმება მისი ძველი მოწინააღმდეგე და დღეს უკვე თანამებრძოლი ოპოზიციურ გაერთიანებაში, პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

„გვექნება წინადადებები, რომელზეც ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას უარის თქმა, თუ მართლა მინიმალური სურვილი მაინც აქვს არჩევნების ნორმალურად ჩატარების. მესმის, რომ მათ დათმობაზე წასვლა არ უნდათ, რადგან იციან, არ აქვთ უმრავლესობის მიღების შანსი ამ არჩევნებზე. მათი ამოცანაა, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ისეთი სისტემა, როდესაც 30%-ის აღების შემთხვევაშიც ექნებათ უმრავლესობა, მაგრამ ეს ნამდვილად არ შედის ოპოზიციის ინტერესებში“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჯერად ოპოზიცია მართლაც ერთსულოვანია და შეუძლია ურთიერთშეთანხმების მიღწევა.

ხალხი და არჩევნები

საარჩევნო სისტემის გარდა, რომელზეც ოპოზიცია და ხელისუფლება ჯერ კიდევ განაგრძობენ დავას, პარლამენტის წინაშე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა - 2020 წლის არჩევნებამდე საარჩევნო კოდექსის შეცვლა.

საპარლამენტო არჩევნები 2020: ოდირის დასკვნა როგორც უთანხმოების საბაბი და სათადარიგო გეგმა

ამგვარად, თუ ოპოზიცია და ხელისუფლება საკონსტიტუციო შესწორებებზე ვერ შეთანხმდებიან, ქვეყანას წინ დისკუსიების ახალი რაუნდი ელოდება. ამჯერად დათმობის გარეშე - შესწორებები უნდა შეესაბამებოდეს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს რეკომენდაციებს.

ამასთან, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, არჩევნები მოსახლეობას მართალია აინტერესებს, მაგრამ პარტიებით იმედგაცრუებულია. ქართული მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი კი ორ ბანაკადაა გაყოფილი. ასე რომ, წინასაარჩევნო კამპანია და მთელი ეს პერიოდი საინტერესო და დატვირთული იქნება.