მსოფლიო დღეს

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

5,2 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა აზერბაიჯანში მილი მეჯლისის დეპუტატობის 1300 კანდიდატიდან 125 დეპუტატს აირჩევს
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. აზერბაიჯანში კვირას, 9 თებერვალს მილი მეჯლისში რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

ამომრჩევლები რეგისტრირებული 1300 დეპუტატობის კანდიდატიდან ერთპალატიანი პარლამენტის 125 წევრს აირჩევენ.

ამჟამინდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აზერბაიჯანის 5 329 460 მოქალაქეს გააჩნია.

ილჰამ ალიევმა პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

როგორც რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაზაჰირ პანახოვმა განაცხადა, არჩევნები 5573 საარჩევნო უბანზე გაიმართება.

კენჭისყრას 77 790 ადგილობრივი და 883 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება.

ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდება.

გასული წლის 2 დეკემბერს აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს პარლამენტის გაწვევის და რიგგარეშე საპარლამენტო არჩენების დანიშვნის წინადადებით მიმართა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ერთპალატიანი პარლამენტის 99-მა დეპუტატმა, ერთი იყო წინააღმდეგი და კიდევ ერთმა თავი შეიკავა.

აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 4 დეკემბერს დააკმაყოფილა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოთხოვნა პარლამენტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით.