თოვა და ქარბუქი: საქართველოს საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია

საქართველოს სხვადასხვა გზაზე აკრძალვები ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და ლიპყინულის გამო გუშინაც დაწესდა
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მთელ რიგ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ძლიერი ქარია: 112-ში ქვეყნის მასშტაბით 64 შეტყობინება შევიდა

დეპარტამენტის ცნობით, თოვის, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 36-60-ე კმ. (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარდა ამისა, თოვის და ლიპყინულის გამო, შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის 1-17.5-ე კმ. მონაკვეთზე   დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნული გზის 1-5-ე კმ (შუხუთი-აცანა) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ვითარება გზებზე: საქართველოს მასშტაბით უამინდობის გამო აკრძალვები დაწესდა >>

ასევე, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის სხვადასხვა გზაზე ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და ლიპყინულის გამო აკრძალვები გუშინაც დაწესდა და ეს შეზღუდვები ამ დრომდე ძალაში რჩება.