ხობში თავდასხმის შედეგად დაშავებული 77 წლის ქალი რეანიმაციაში დაიღუპა

77 წლის ქალი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ხობში, რამდენიმე დღის წინ თავდასხმის შედეგად დაშავებული 77 წლის ქალი  ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

77 წლის ქალი მკურნალობას ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სტუმრად მყოფმა პირმა მასპინძელი სასიკვდილოთ დაჭრა, შემდეგ კი მეზობლის სახლში მიმალვის მიზნით შევარდა, სადაც იქ მცხოვრებ 77 წლის ქალს დაზიანებები მიაყენა. ამის შემდეგ ის შეეცადა მიმალვას, თუმცა ის დააკავეს.

თავდამსხმელი 1996 წელს დაბადებული ირაკლი აქირთავაა, რომელიც თბილისში ცხოვრობს და სამეგრელოში სტუმრად იმყოფებოდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.