მსოფლიო დღეს

ტაილანდში სავაჭრო ცენტრში ჯარისკაცმა მძევლები აიყვანა: დაიღუპა 20 ადამიანი

მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რომელშიც პოლიციური და საჯარისო ფორმირებები მონაწილეობენ. სავაჭრო ცენტრიდან უვნებლად გამოიყვანეს რამდენიმე ასეული ადამიანი. მსროლელი მეოთხე სართულზე იმყოფება და მას 16 ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი.
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ კორატში ჯარისკაცმა სროლა ატეხა, შემდეგ კი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში 16 ადამიანი მძევლად აიყვანა, იუწყება РИА Новости.

ლუიზიანას კაზინოში 200 ადამიანს ნოროვირუსი გადაედო

ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, დაშავდა 21.

მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რომელშიც პოლიციური და საჯარისო ფორმირებები მონაწილეობენ. სავაჭრო ცენტრიდან უვნებლად გამოიყვანეს რამდენიმე ასეული ადამიანი. მსროლელი მეოთხე სართულზე იმყოფება და მას 16 ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი.

როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, ჯარისკაცმა თავისი სამხედრო ნაწილიდან მაღალი გამავლობის ავტომობილი და იარაღის მთელი არსენალი გაიტაცა. მან გაიარა ქალაქის ქუჩები და პერიოდულად ავტომატური შაშხანიდან ისროდა. ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან გაჩერდა და იქ მყოფი ადამიანების მისამართით დაიწყო სროლა, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრში გაუჩინარდა.

ამ დროისთვის უცნობია, შეაღწიეს თუ არა სპეცდანიშნულების რაზმებმა მეოთხე სართულზე.