მსოფლიო დღეს

ლუიზიანას კაზინოში 200 ადამიანს ნოროვირუსი გადაედო

შტატის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის, ლეისი კავანოს განცხადებით, ნოროვირუსი ვირუსი ძალიან გადამდებია
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. სულ მცირე 200 ადამიანი დაინფიცირდა ნოროვირუსით კაზინოში აშშ-ის ქალაქ ლეიკ-ჩარლზში (ლუიზიანას შტატი), იუწყება РИА Новости ადგილობრივ ტელეარხ WVUE-ზე დაყრდნობით.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 722-ს მიაღწია

საუბარია გასულ კვირაში კაზინო L'Auberge-ში მომხდარ ნოროვირუსის აფეთქებაზე.

შტატის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ლეისი კავანომ განაცხადა, რომ ვირუსი ძალიან გადამდებია. „ამ მომენტისთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დაიწყო ეს, რადგან ახლა საზოგადოებაში ვირუსის გადადებას ვაკვირდებით“, - აღნიშნა მან.

ნოროვირუსი იწვევს მწვავე ნაწლავურ ინფექციას, რომელსაც ზოგჯერ ნაწლავურ ან კუჭის გრიპს უწოდებენ.