თბილისში აღკვეთეს აფეთქება გაზის გაჟონვის გამო

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სპეციალისტები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც დაკეტილი ბინიდან გაზის ძლიერი სუნი იგრძნეს
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა თბილისში აღკვეთეს აფეთქება გაზის გაჟონვის გამო, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ვარკეთილში ერთ-ერთ საცხობში გარდაცვლილი ქალი იპოვეს >>

თბილისელები გაზისთვის ნაკლებს გადაიხდიან

ინციდენტი ისანში, იორის შესახვევის ერთ-ერთ სახლში მოხდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გაზის ძლიერი სუნი იგრძნეს და სპეციალისტები გამოიძახეს. გაირკვა, რომ გაზი ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში დაგროვდა, ხოლო გაჟონვის წყარო იყო გაზის ღია ცენტრალური ონკანი.

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა დაკეტეს ონკანი, გაანიავეს ბინა, ასევე შეამოწმეს გაზგაყვანილობა და მეზობელი სახლები.

კომპანია მოუწოდებს აბონენტებს - სახლიდან გასვლის წინ არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში და ყურადღება მიაქციონ გაზზე მომუშავე დანადგარების მუშაობას.