COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 722-ს მიაღწია

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 3399 ახალი შემთხვევა, კლინიკებიდან გაეწერა 510 პაციენტი, გარდაიცვალა 86 ადამიანი, ამასთან, მძიმე მდგომარეობაში მყოფთა რიცხვი ერთ დღე-ღამეში 1280 ადამიანით გაიზარდა.
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის სახმელეთო ნაწილზე კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 722-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 34,5 ათასზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა და გაეწერა 2050 ადამიანი, იუწყება РИА Новости ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით.

გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია 31,1 ათასი ინფიცირებული და 636 გარდაცვლილი ადამიანის შესახებ.

„7 თებერვლის ღამის მდგომარეობით, ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა 31 პროვინციისგან მიიღო ინფორმაცია ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის 34 546 დადასტურებული შემთხვევის შესახებ, მკურნალობას გადის 31 744 ადამიანი, მათგან მძიმე მდგომარეობაშია 6101 ადამიანი, 2050 ადამიანი გაეწერა, 722 გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჩინეთში კორონავირუსით აშშ-ის მოქალაქე გარდაიცვალა

გარდა ამისა, ჰონგ-კონგში დაინფიცირების 26 შემთხვევა გამოვლინდა (1 ადამიანი გარდაიცვალა), მაკაოში 10 ინფიცირებულია (ერთი გაეწერა), ტაივანზე დაინფიცირდა 16 კაცი (ერთი გამოჯანმრთელდა).

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 3399 ახალი შემთხვევა, კლინიკებიდან გაეწერა 510 პაციენტი, გარდაიცვალა 86 ადამიანი, ამასთან, მძიმე მდგომარეობაში მყოფთა რიცხვი ერთ დღე-ღამეში 1280 ადამიანით გაიზარდა.

გარდა ამისა, 27.6 ათას ადამიანზე არსებობს ეჭვი, რომ მათ ახალი ტიპის კორონავირუსი აქვთ. ამჟამად კიდევ 190 ათასი ადამიანი, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ, დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაავადდა 190 ადამიანი, ერთი კი დაიღუპა.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ჯანმომ აღნიშნული დაავადების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო სიტუაციად შეაფასა.