ყვითელი ამბები

ნახეთ როგორ ცხოვრობს „კურიერის“ ყოფილი წამყვანი ნიკა ტაბატაძე ამერიკაში ოჯახთან ერთად–ფოტო

ჟურნალისტი ნიკა ტაბატაძე კარგა ხანია ამერიკაში ცხოვრობს. საზოგადოებამ ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან გაიცნო. მას და ნათია ლაზაშვილს წლების განმავლობაში ერთად მიჰყავდათ საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“.
Sputnik

ნიკა ტა­ბა­ტა­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის წინ ყვე­ლა იც­ნობ­და. იგი ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის ჟურ­ნა­ლის­ტი იყო. 2001 წელს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის 10 პრო­ცენ­ტის მფლო­ბე­ლი გახ­და. სა­კუ­თა­რი წილი 2004 წელს დათ­მო, რო­დე­საც „რუს­თა­ვი 2”-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა. ამ პოს­ტი­დან 2006 წელს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, შემ­დეგ კერ­ძო ბიზ­ნეს­ში წა­ვი­და.

ნიკა ტა­ბა­ტა­ძე წლე­ბია ამე­რი­კა­ში, ნიუ-იორკში ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­ს. ჰყავს მე­უღ­ლე მაკა ძა­ძა­მია და ორი შვი­ლი – გიორგი და ჯონ ტაბატაძეები. აქ­ტი­უ­რად მიჰ­ყვე­ბა სპორ­ტულ ცხოვ­რე­ბას.

საზოგადოებას კარგად ახსოვს ნიკა ტაბატაძის და ჟურნალისტ ნინო ქაჯაიას წყვილი. ნინო ქაჯაია იმ თაობის ჟურნალისტია, რომლებიც დღემდე არ ავიწყდება საზოგადოებას.

ნინოსა და ნიკა ტაბატაძის წყვილი წლების წინ განსაკუთრებულად პოპულარული იყო, თუმცა ისინი დაშორდნენ და ნიკამ ცალკე ოჯახი შექმნა. ნინო არ გათხოვდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ შეეძინა ულამაზესი გოგონა თაია ქაჯაია, რომელიც უკვე 13 წლისაა.