მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქვეყნდება ახალი მონაცემები კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შესახებ

წინა დღის მონაცემებით, გარდაცვლილი იყო 563, ინფიცირებული კი 28 ათასი ადამიანი. შესაბამისად, ერთი დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის მსხვერპლთა რაოდენობამ ჩინეთში 636 ადამიანი შეადგინა, ინფიცირებულია 31 161 ათასი კაცი, საავადმყოფოებიდან გაეწერა 1540 პაციენტი, ნათქვამია ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის განცხადებაში. 

ვის არ ემართება კორონავირუსი – მეცნიერები კვლევის შედეგებს აქვეყნებენ

წინა დღის მონაცემებით, გარდაცვლილი იყო 563, ინფიცირებული კი 28 ათასი ადამიანი. ერთი დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 143 ახალი შემთხვევა. 

ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან მძიმე მდგომარეობაშია 4 821 ადამიანი. გარდა ამისა, რეგისტრირებულია კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვის 26,4 ათასი შემთხვევა. ამასთან ამ დროისათვის მედიკოსები აკვირდებიან 186 ათას კაცს, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან.